24 თებერვალი, 2022

ნინო და ილიკო სუხიშვილების საგანგებო მიმართვა უკრაინიდან

ნინო და ილიკო სუხიშვილები ანსამბლთან ერთად უკრაინაში 23 თებერვალს ჩაფრინდნენ და 24 თებერვლიდან საკონცერტო ტურნე უნდა დაეწყოთ.

ნინო სუხიშვილი:

“ჩვენ ვიმყოფებით დასავლეთ უკრაინაში, უნდა დაგვეწყო კონცერტები და აპრილის თვემდე აქ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რუსეთის ქმედებების გამო, იძულებულები ვართ დავტოვოთ ქვეყანა. გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, სრული მობილიზაციაა. ვცდილობთ, გადავიდეთ პოლონეთში ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს. 17 წელია უკრაინაში დავდივართ, ძალიან შევაყვარეთ თავი და ჩვენთვისაც ახლობელია ეს ქვეყანა. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.”

ილიკო სუხიშვილი:

“დიდი მადლობა ჩვენს ქვეყანას – საქართველოს მხარდაჭერისთვის. არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით.”