6 თებერვალი, 2022

მიხეილ თუმანიშვილის უმთავრესი წერილი

რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის ჩანაწერებიდან თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ “არტინფომ” მათგან ერთ-ერთი შეარჩია, რომელიც ჩვენთვის გამორჩეულად ძვირფასია:

“ხალხს უნდა სჯეროდეს სიყვარულის, თავგანწირვის, წესიერების, იმის, რომ ოდესმე ეს ყველაფერი იქნება.

თეატრი უნდა დაეხმაროს მათ ამაში.

მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სამყარო უწმინდურობის გროვაა. იგი ჩემთვის მშვენიერია და მე მჯერა, რომ იგი შეიძლება უფრო მშვენიერი გახდეს.”