19 თებერვალი, 2022

კირა ანდრონიკაშვილის უმნიშვნელოვანესი წერილი

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი უმნიშვნელოვანეს წერილს გვიზიარებს და გვარწმუნებს, რომ წინააღმდეგობებმა არ უნდა შეგვაშინოს:

“…რაც არ უნდა დიდი წინააღმდეგობები შეგხვდეს, მაინც უნდა წამოდგე და გზა გააგრძელო, სწორედ მაშინ ხარ ძლიერი ადამიანი, როცა გადატანილი ტანჯვა არ გეტყობა გარეგნულად.

მამიდაჩემი, კირა ანდრონიკაშვილი, ვის სახელსაც მე ვატარებ, იმის გამო რომ მისმა მეუღლემ, პოეტმა ბორის პილნიაკმა სტალინს პოეტების დასაცავი წერილი მიწერა დახვრიტეს, მამიდაჩემი კი დააპატიმრეს და სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში გააგზავნეს, ასტანაში.

თავის დროზე ულამაზესი ქალი იყო, ელისოს თამაშობს ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში და გადასახლებიდან დაბრუნდა ძალიან გამხდარი, გამოფიტული, მაგრამ არ მახსოვს რომ ერთხელ მაინც მოეყოლა, როგორ დარბოდნენ ვირთხები იქ, სადაც მას და სხვა საოცარ გადასახლებულ ქალებს ეძინათ – ქეთუსია ორახელაშვილს და ჯიქია იყო კიდევ ერთი ულამაზესი ქალი მათთან ერთად. ისინი ტკივილსაც დიდი სიმტკიცით იტანდნენ…”