1 თებერვალი, 2022

ჯორჯ ბალანჩინი ქართველობაზე

საბალეტო ხელოვნების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ჯორჯ ბალანჩინი – გიორგი ბალანჩივაძე ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი იყო.

კითხვაზე არის თუ არა ის ქართველი და რა არის მასში ქართული, ხელოვანმა გენიალური პასუხი გასცა:

“ქართველი გახლავართ, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი, გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე.

საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა პირველად ვარ. დავიბადე და გავიზარდე პეტერბურგში, საიდანაც წავედი უცხოეთში და გავხდი ამერიკის მოქალაქე.

რა არის ჩემში ქართული? ხომ გაეცანით ჩემს ხელოვნებას, ხომ ნახეთ ჩემი ბალეტი? თუკი მასში იგრძნობა ტემპერამენტი, სიცოცხლე, ხალისი, ენერგია, ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც სრულად წარმოვაჩინე ჩემს ხელოვნებაში!“