26 თებერვალი, 2022

გრიგოლ რობაქიძე რუსეთზე

მწერალი გრიგოლ რობაქიძე თავის ძალიან საინტერესო ჩანაწერში “საქანელა და სახრჩობელა”, რომელიც 1920 წლით თარიღდება, რუსეთზე წერს:

“რუსეთი იმთავითვე მღვრიე თვალებით სიგიჟეს ატარებდა და დოსტოევსკითგან მოყოლებული ვიდრე ანდრეი ბელიმდე მას აპოკალიფსური ეპილეფსია ეკიდება.

სკრიაბინმა კი ამ ეპილეფსიას ქაოსით მოხეთქილი რიტმები დაურთო და აირია ქვეყანა. ამ არევას ვერც ლლოიდ-ჯორჯები მოუვლიან თავს და ვერც ლენინები დააბოლოვებენ მას…”