5 თებერვალი, 2022

გალაკტიონ ტაბიძის დაუვიწყარი ამბავი

გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მკითხველები ერთხმად აღიარებენ, რომ იგი საოცრად სათუთი და მგრძნობიარე ადამიანი იყო.

ამის დასტურია ისტორია, რომელსაც პოეტის მძღოლი იხსენებდა:

“დასავლეთში მივდიოდით, შემთხვევით გამფრენი ჩიტი დაეჯახა ჩვენი მანქანის მინას და უსულოდ დაეცა ძირს.
მე გზა გავაგრძელე, მაგრამ გალაკტიონმა გამაჩერებინა და მითხრა, რომ უნდა ჩამოვიდეო.

მკვდარი ჩიტი მოწიწებით აიყვანა ხელში და ნახა, რომ არ სუნთქავდა. იქვე ხესთან მივიდა და დამარხა.

მერე, იმ ადგილას, სადაც ჩაასვენა ჩიტი, ხელი დაადო მიწას და დიდხანს იყო ასე ჩამუხლული, მგონი ტიროდა კიდეც, მაგრამ ვერ ვხედავდი კარგად, სახეს მიმალავდა.

უკან რომ ვბრუნდებოდით ისევ გამაჩერებინა იმ ადგილას და ისევ მივიდა ჩიტის საფლავთან, დიდხანს იდგა ასე გაშეშებული და შორს, ცარიელ სივრცეს გასცქეროდა სევდიანად.”