26 თებერვალი, 2022

ბუბა კიკაბიძის მიმართვა უკრაინელებს

მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე უკრაინელებს მიმართავს და ამბობს, რომ დღეს ისიც უკრაინელია:

“ძალიან, ძალიან, ძალიან გვიყვარხართ და განვიცდით, რაც უკრაინაში ხდება. ღმერთი თქვენთანაა, რადგან საკუთარ სამშობლოს იცავთ. ეს უბრალო რამ არ არის, ეს გმირობაა. ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

შესანიშნავი პრეზიდენტი გყავთ – ახალგაზრდა, ჭკვიანი, ვაჟკაცი, ნიჭიერი. გაუფრთხილდით მას. დიდება უკრაინას! მეც უკრაინელი ვარ!”