18 იანვარი, 2022

რეზო ჩხეიძე დოდო აბაშიძეზე

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე მსახიობ დოდო აბაშიძესთან შეხვედრას განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა:

“დოდო აბაშიძე უმძიმესი უბედურების ჟამს ვიხილე, სამუდამოდ ეთხოვებოდა დედას – ნინო ანდრონიკაშვილს, შესანიშნავ მანდილოსანს, რომელმაც უხმოდ შესწირა შვილს თავისი საკმაოდ მძიმე ცხოვრება.

ოდნავ თავდახრილი იდგა… თავით ფეხამდე შავი ეცვა და გრძელ ქართულ ხალათზე წვრილი ქამარი შემოერტყა…

იმ დღეებში საოცრად დიდებული იყო, თუმცა დანამდვილებით ვიცოდი, როცა მარტო რჩებოდა, მასზე უბედური კაცი არავინ იყო ამქვეყნად! ასეა, ქართველი კაცის ბუნება!”