13 იანვარი, 2022

რეზო ამაშუკელის უკანასკნელი თხოვნა

პოეტმა რეზო ამაშუკელმა სრულიად საქართველოს თავისი უკანასკნელი თხოვნა ლექსით გადასცა:

სოფო ობოლაძე:

“19 დეკემბერი

ეს ჩემი რეზო ამაშუკელის, ჩემი უსაყვარლესი ბაბუს ახალი ლექსია, რომელიც მისი კარნახით, რადგან თვითონ სუსტად არის, პირველად ჩემი ხელით გადავიტანე ფურცელზე. ამ გრძნობას, სიამაყეს და სიხარულს ვერ გადმოგცემთ, რომელსაც მე განვიცდიდი, როდესაც ლექსს მკარნახობდა, მერე მომიტრიალდა და მითხრა, ამ ლექსს თავზე დააწერე სოფოსო! უბედნიერესი ვარ, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია!!!

რეზო ამაშუკელი

მე ვგდავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით!!!

ზედაზნის გზაზე გაიტანა მანქანამ შველი
და ასკილებმა აპრილამდე ჩაიცვეს ძაძა,
მე ვდგავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ სითბოს, მხოლოდ სითბოს და არა ხანძარს!
აივნებიდან გადმოფინეს მაქმანი ბევრი:
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს
და ვგავარ მზისკენ გაშევრილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!!
მამულო ჩემო ვერ დაგატყვე შრომა და გარჯა
მიტომაც, ბედი მასხრად მიგდებს ბებერს და არჯალს
ცოტაღა დარჩა, ალბათ ცოტა ზიარებამდე
თავად ჩავტოვებ ნეკნებს შუა შხამიან ხანჯალს.
მადლობელი ვარ, რაც იყო და ის რაიც დარჩა
აღარ ვაპირებ წუთისოფლის კარებთნ ჩანჩალს,
მორჩა ნაპირი, იქნებ იგი ნაპირიც არ ჩანს,
მაშ, ეს ცხოვრება ხატი იყო, თუ მხოლოდ ხარჭა?!.
აივნებიდან გადმოფინეს მაქმანი ბევრი:
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს
და ვგავარ მზისკენ გაშევრილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!!
16 დეკემბერი. 2021 წელი.”