20 იანვარი, 2022

ნინო რამიშვილის საოცარი წერილი

ნინო რამიშვილმა მთელი ცხოვრება ქართულ ცეკვას მიუძღვნა და მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ცეკვის ბრწყინვალე ანსამბლი შექმნა:

“თუკი რამე გამიკეთებია, მხოლოდ იმის წყალობით, რომ ილიკო ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა… უსიყვარულოდ, ერთგულებისა და დიდი შრომის გარეშე არასოდეს იქმნება მოსაწონი საქმე, ეს არის და ეს.

რაც შეეხება ლეგენდებს, რომლებსაც ჩემზე, როგორც მოცეკვავეზე ჰყვებიან, შემფასებლად ვერ გამოვდგები. ვერ ვიტყვი, როგორ ვცეკვავდი. ეს კია, ცეკვა ჩემთვის სიცოცხლეა…

ყოველ საქმეში სიცოცხლე უნდა ჩააქსოვო… ვგრძნობ რომ ერისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებ, ამიტომაც არ ვიღლები.

ასეა მთელი ჩემი ცხოვრება და როცა დასასრული მოვა, მინდა მასაც აქვე შევხვდე, მუშაობის დროს.”