8 იანვარი, 2022

ნიკა ქაცარიძის ზუსტი წინასწარმეტყველება

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ნიჭიერი ხელოვანი მშობლიური თეატრიდან გამოასვენეს და უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:

“თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო. კომისიის წევრებს მოუტრიალდა, არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო.

ეს დღეს დადგა!”