2 იანვარი, 2022

გია მურღულიას დიდებული განმარტება

გია მურღულიას წერილები და ჩანაწერები ათასობით მკითხველისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ფილოლოგი კიდევ ერთ არაჩვეულებრივ წერილს გვთავაზობს:

“სარკიდან ყოველთვის ის გიყურებს, ვისაც თავად ქმნი – თუ ბედი არსებობს, მაშინ სად არის შენი თავისუფალი ნება?

ღმერთმა მიწისგან ადამიანი გამოძერწა და არა თოჯინა.

არავის არაფერი დააბრალოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ, როგორც წესი, ყველა საკუთარი ინტერესებისთვის ირჯება.

გილოცავთ ბედობას – ის მხოლოდ თქვენს ფიქრსა და მოქმედებასთან არის დაკავშირებული.

იღბალი კი ნამდვილად შეუმჩნევიათ – არავის გვაწყენს, თუ გარემოებანი, ხანდახან მაინც, ჩვენ სასარგებლოდ დალაგდებიან.”