3 იანვარი, 2022

განსაკუთრებული 3 იანვარი გელა ჩარკვიანისთვის

გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში არსებობდა განსაკუთრებული დღეები. ერთ-ერთი მათგანი 2013 წლის 3 იანვარი აღმოჩნდა:

“2013 წლის 3 იანვარს, პირველად გააზრებულად დამესიზმრა ნანა. სიუჟეტი ასეთი იყო: ნანა და მე გაყრილები ვართ, თუმცა მე ვმუშაობ ორგანიზაციაში, რომლის დირექტორი სწორედ ნანაა (ღმერთო! ნანა დირექტორი?!). ხდება ისე, რომ მისი მძღოლი სამსახურში არ ცხადდება (ავად შეიქნა?) და ნანა მე მთხოვს შინ წავიყვანო სამსახურიდან. ვსხდებით ჩემს 70-იანების მწვანე ჟიგული 06-ში. რატომღაც ნანა ჩემგან მარცხნივ საჭესა და კარებს შორის აღმოჩნდება (ან კი როგორ ჩაეტია?). ვეუბნები, რომ ასე ვერ ვივლით, პოლიცია გაგვაჩერებს. მეთანხმება და ცდილობს ჩემსა და საჭეს შორის გამოეტიოს. აქ მე ხელს ვხვევ და ჩვენ ვრიგდებით. ჩემთვის ვფიქრობ: რა ადვილი ყოფილა ნანას დაბრუნება. ვიღვიძებ და მახსენდება, რომ ევრიდიკე იქ არის, ჰადესთან…”