დინარა ჟორჟოლიანი – სანდრო ჟორჟოლიანის ულამაზესი შვილი

მართალია, დინარა ჟოჟოლიანის სამსახიობო კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა და არც ბევრ ფილმში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ მაყურებელს სამუდამოდ დამახსოვრებოდა.

კომიკოს სანდრო ჟორჟოლიანის ერთადერთი ქალიშვილის კინოდებიუტი შედგა ფილმში “ოთარაანთ ქვრივი”, სადაც კესოს როლი შეასრულა და სწორედ ეს გმირი გახდა მისი სავიზიტო ბარათი.

“ოთარაანთ ქვრივის” შემდეგ იყო ფილმები: “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “ერთი მოთხრობის ფინალი”, “პიერი მილიციის თანამშრომელი” და “მე დავბრუნდები”.

მსახიობობა დინარა ჟორჟოლიანის პროფესია არ გამხდარა. უცხო ენებს დაეუფლა, თბილისში ცხოვრების დროს უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრას ხელმძღვანელობდა, ლექციებს კითხულობდა.

ამერიკაში გამგზავრების შემდეგ, კი სიეტლის უნივერსიტეტში გააგრძელა საქმიანობა.