4 იანვარი, 2022

დინა მირცხულავა ილია მეორეზე

ნოველისტი დინა მირცხულავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, უწმინდესსა და უნატარესზე ილია მეორეზე უმნიშვნელოვანეს ისტორიას იხსენებს:

“როდესაც მის ღვაწლზე იწყებენ ლაპარაკს, მე ყოველთვის 2009 წელი მახსენდება…

ბავშვებს, რომლებმაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება უსახსრობის თუ სხვა მიზეზთა გამო ვერ შეძლეს – პატრიარქმა საღვთისმეტყველო ინსტიტუტის კარი გაუღო და იმ წელს ასეულობით ბავშვი მიუსხდა მერხს.

მეც მათ შორის…

იმ წელს ასეულობით გოგო/ბიჭი გადაურჩა ქუჩაში დგომას, აზარტულ თამაშებს, ნარკომანიას, ლოთობას და უბრალოდ უსაქმურობას…

მაშინ პატრიარქმა ასეთი სიტყვები თქვა – მღვდლები და მონაზვნები თუ არა, კარგი ადამიანები აუცილებლად გამოვლენო…

ათეულობით მღვდელი გამოიწრთო და გამოიზარდა იმ კედლებში, ბერიც…

დღეგრძელობა პატრიარქს.”