22 იანვარი, 2022

ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ერთობლივი გამოფენა

21 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში Art Future Gallery (მოსკოვი, რუსეთი) «ხელოვნება საზღვრების გარეშე» პროექტის ფარგლებში გაიხსნა ქართველი მხატვრების ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ერთობლივი პერსონალური გამოფენა «კონსონანსი — ყოფიერების სიმფონია | CONSONANCE — SYMPHONY OF BEING».

გახსნამ ჩაიარა დიდი რეზონანსით.

მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, მხატვრები ატარებენ ამ კულტურულ ღონისძიებას დაუსწრებლად, ამ მიზეზითვე არ მოხდა ორიგინალების მიწოდება და 200 ნამუშევარი ამ ეტაპზე წარმოდგენილია პოსტერების სახით.

გამოფენა გაგრძელდება 31 იანვრამდე.

ღონისძიება ტარდება ევრაზიული მხატვართა კავშირის მხარდაჭერით.

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის შემოქმედების სრულად გაცნობა შესაძლებელია მათ საიტზე www.damenia-philauri.com