27 დეკემბერი, 2021

ზურაბ ქაფიანიძის შესანიშნავი წერილი

მსახიობმა ზურაბ ქაფიანიძემ თითოეულ ჩვენთაგანს შესანიშნავი დარიგება მოგვცა, როდესაც ერთმანეთის შეყვარება და სამაგალითო სამშობლოს გაფრთხილება გვირჩია:

“ჩემთვის სამაგალითო ქვეყანა საქართველოა. ხალხო, ჩვენი წინაპრების კანონებში, ჩვენს ხალხურ ზღაპრებში, რუსთაველში, ვაჟაში, ილიაში ჩაიხედეთ, აი, სამაგალითო ქვეყანა. სად ეძებთ კანონებს? აგერ არის კანონები – აქ, საქართველოში, ქართველებს რომ მოუხდება ისეთი. მე რომ ძალაუფლება მქონოდა, თავის ადგილზე დავაყენებდი ყველას!

ხშირად მეკითხებიან, რა არის დემოკრატიაო? დემოკრატია ის არის, რაც დღეს საქართველოში არ არის!

პარლამენტარებო, ჩაიხედეთ ილია ჭავჭავაძის წიგნში და ისე დაამყარეთ კანონები. ყველაფერი ნათქვამი და დაწერილი აქვს. ნუღარ იგონებთ გამოგონილ ბორბალს.

ამერ-იმერის ქართველებო, ისეთი ლამაზი ქვეყანა, ტყე, ბუნება გვაქვს, რომ სხვას შურს, ასეთი სამოთხე მოგვცა ღმერთმა და რატომ არ ვუფრთხილდებით? რას ვერჩით ერთმანეთს, რატომ ვუმწარებთ ულამაზეს სიცოცხლეს?”