27 დეკემბერი, 2021

ვახუშტი კოტეტიშვილის ულამაზესი მიძღვნა

პოეტი ვახუშტი კოტეტიშვილი თავისი ულამაზესი ლექსებით ყოველთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებდა ქართულ ლიტერატურაში.

“არტინფო” გთავაზობთ მის ლექსს, რომელიც მეუღლეს – მზეო გოგოჭურს მიუძღვნა:

“მზეოს

ჩემი მარტოობის ბაღში
გაჩნდა უცხო ყოილი,
როგორც უპატრონო ბავშვი,
ნიავს ჩამოყოლილი.
ჩამძახიან ვერ იქნება
ის შენს ხელში მოვლილი,
რადგან წლები ეფიქრებათ
ჩემზე ჩამოთოვლილი.
რა იციან, ზოგჯერ დარობს
დეკემბერში მაისი
და ენძელაც თოვლქვეშ ხარობს,
როგორც ედელვაისი.”