17 დეკემბერი, 2021

წმინდა ბარბარეს უნიკალური ხატი სვანეთის მუზეუმიდან

სვანეთის მუზეუმში დაცული წმინდა ბარბარეს ხატი ერთადერთია მსოფლიოში, რომელზეც წმინდანი ღვთისმშობელთან ერთად არის გამოსახული.

თამრიკო მოლაშვილი:

“ეს არის ხატი, რომელიც მსოფლიოში არის ერთადერთი, ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი და წმინდა ბარბარე.

ხატი ინახება სვანეთის მუზეუმში.

ასეთი ხატის ანალოგი არ არსებობს ქრისტიანულ სამყაროში..

ზოგადად, ღვთისმშობელი ხატზე ყოველთვის უფალთან ერთად არის გამოსახული. ამ ხატზე კი დედაღვთისას გვერდზე არის წმინდა ბარბარე…

სვანეთში უდიდეს პატივს მიაგებენ ღვთისმშობელს და წმინდა ბარბარეს. ამიტომაც საუკუნეების წინ სვანებმა შექმნეს ასეთი გასაოცარი ხატი…

რაც მთავარია ხატზე დაცულია კანონიკა.

ამ სიწმინდის ძალა და მადლი იყოს მფარველი, სვანეთის და სრულიად საქართველოსი.”