3 დეკემბერი, 2021

ტარიელ ხარხელაურის საოცარი სიტყვები

პოეტი ტარიელ ხარხელაური მკითხველში დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი პოეზია ათასობით ადამიანს აბედნიერებს.

“არტინფო” პოეტის ერთ-ერთ ლექსს გთავაზობთ:

“ფიქრი წვიმასავით გამებნევა,
ღამე ცრემლითა მაქვს განათევი,
ცოტნე! – მოგვაშველე სამეგრელო,
თორემ დაგვეშალა საქართველო.
– თვალებს ცრემლი ხომ ვერ ავუშრე,
მზე წუთისოფლისა მილეულა,
ვოი, სამეგრელოვ! – ჩემს მამულში
დადის საქართველოს ორეული.
– დადის საქართველოს ორეული,
დადის მწუხარე და ცრემლიანი,
დადის საქართველოს ორეული
ძალზე ნაცნობი და შენიანი.
დროა, ვიდრე გზები დაებნევა,
ჟამი საწუთროსი ჩამოჩრდილავს,
ცოტნემ დაიჩოქოს, სამეგრელოვ!,
ვიდრე საქართველო დაჩოქილა…”