შობის საუკეთესო განმარტება დედა ტერეზასგან

მორწმუნეთათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს – შობის დღესასწაულს დედა ტერეზა მოკლედ, მაგრამ საუკეთესოდ განმარტავს:

“ყოველთვის, როდესაც უღიმი შენს ძმას და უწვდი ხელს – დგება შობა.
ყოველთვის, როდესაც ჩუმდები იმისათვის, რომ სხვებს მოუსმინო,
როდესაც უარს ამბობ წესებზე, რომელნიც რკინის უღელივით აწვებიან ადამიანებს და კეტავენ მარტოობაში,
როდესაც ჩუქნი იმედის ნაპერწკალს სასოწარკვეთილ ადამიანებს,
როდესაც აცნობიერებ მორჩილებაში თუ რაოდენ უმნიშვნელოა შენი შესაძლებლობები და რაოდენ დიდია შენი უძლურება,
ყოველთვის, როდესაც ნებას მისცემ ღმერთს უყვარდეს სხვები შენი მეშვეობით – მაშინ ყოველთვის დგება შობა…”