16 დეკემბერი, 2021

შესანიშნავი ექსპრომტი ზვიად გამსახურდიას

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას პოეტმა თინათიან მღვდლიაშვილმა შესანიშნავი ექსპრომტი 2016 წელს მიუძღვნა:

“ექსპრომტი

იყო დროება – უსაშველოდ ნათელ-მზიანი
და საქართველო – უღალატო და უბატონო!..
მერე დაგვიდგა მძიმე ჟამი, ავად მზირალი,
საგონებელში რომ ჩაგაგდო, ზვიად ბატონო!..”

ფოტო გადაღებულია მთავრობის სახლში, სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებამდე.
ქვეყნის სვე-ბედზე ჩაფიქრებული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
ქართველ ერს უყვარხარ და ახსოვხარ, ჩვენო კეთილშობილო პრეზიდენტო!”