22 დეკემბერი, 2021

შალვა ნუცუბიძის საოცარი ისტორია

რუსთველოლოგსა და ფილოსოფოსზე შალვა ნუცუბიძეზე გიორგი თაქთაქიშვილი საოცარ ისტორიას გვიზიარებს:

“უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძეს სამი ახალგაზრდა დაუპირისპირდა – აკრიტიკებდნენ, მოსვენებას არ აძლევდნენ.

შალვამ სამივე დაიბარა და იმ სამიდან ერთ ახალგაზრდას უთხრა:

– ეს ორი მე მოვიყვანე უნივერსიტეტში, მე დავაცვევინე საკანდიდატოც და სადოქტოროც. შენთვის ხომ არაფერი გამიკეთებია, რას მერჩი?”