10 დეკემბერი, 2021

რეზო ლაღიძის საოცარი ისტორია

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზეკომპოზიტორი რეზო ლაღიძე და მისი შესანიშნავი შემოქმედება ქართული კულტურის მარგალიტია. მისი დიდებული შემოქმედების გარდა, არანაკლებ დიდებულია მისი ადამიანური ქმედებებიც.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი რეზო ლაღიძეზე ამ საოცარ ისტორიას ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა:

“მწერალთა კავშირიდან გამოვედი და “ვოლგიდან” ხმა მომესმა – ჯანსუღ, ჯანსუღ! მოვიხედე და ბატონი რევაზ ლაღიძე შემრჩა. გამიხარდა გამოველაპარაკე და ვკითხე ლოდინის მიზეზი…

– მეგობარი მყავს სოხუმში გივი ნადარეიშვილი, თირკმელები დაუზიანდა, ძალიან ცუდ დღეშია, აუცილებელია მისი თბილისში ყოფნა და მუდმივი მკურნალობა. უბინაო კაცი, მოგეხსენება როგორ იცხოვრებს თბილისში. მოვედი, რომ ნოდარ დუმბაძეს, როგორც დეპუტატს შუამდგომლობა ვთხოვო მთავრობაში, კაცს უჭირს და ახლა აუცილებელია გვერდში ამოდგომაო.

თავად კი ამ დროს რევაზ ლაღიძე უკვე მძიმედ იყო და საავადმყოფოდან გამოპარულიყო, მწერალთა კავშირის კიბეებზე რომ ვერ ავიდა, კაცი ააგზავნა.

გაჭირვებული მეგობრის დასახმარებლად მისულმა კაცმა, დიდმა მუსიკოსმა, რა იცოდა, რომ ხვალ აღარ იქნებოდა, დიახ, ზუსტად მეორე დღეს რევაზ ლაღიძემ მიატოვა ეს წუთისოფელი და გადაბარგდა მარადისობაში.”