6 დეკემბერი, 2021

მუხრან მაჭავარიანის უძლიერესი წერილი

პოეტ მუხრან მაჭავარიანს თავისი გულწრფელობითა და პირდაპირობით ათასობით გულშემატკივარი ჰყავდა.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს მუხრან მაჭავარიანის ავტობიოგრაფიიდან:

“ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე ნიშნად პროტესტისა, მე მწერალთა კავშირი დავტოვე (იძულებული შევიქენ, – დამეტოვებინა).

ჭადრაკის სასახლეში გამართულ მწერალთა ყრილობაზე გამოვედი და განვაცხადე: – ეს ყრილობა უკანონოა ისევე, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოსი! – მე გავდივარ მწერალთა კავშირიდან! – ვინც ჩემი თანამოაზრეა, – გამომყვეს-მეთქი!.

ორმოცამდე კაცმა დატოვა ყრილობის დარბაზი.

ეს კი ცოტა როდია, მით უმეტეს, – თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ცნობილია, კაცობრიობის 90 პროცენტი (მეტი თუ არა) ნაძირალაა.”