10 დეკემბერი, 2021

მარკ ტვენის მხიარული თავგადასავალი

მწერალ მარკ ტვენს ერთ პატარა ქალაქში ლექციის წაკითხვა მხიარულ თავგადასავლად ექცა.

მწერალმა ლექციის წაკითხვამდე სილამაზის სალონს მიაკითხა.

– ჩამოსული ხართ? – ჰკითხა დალაქმა.
– დიახ, ამ ქალაქში პირველად ვარ.
– კარგი დრო აგირჩევიათ, ამ საღამოს მარკ ტვენი ლექციას წაიკითხავს. დაესწრებით, არა?
– დიახ, ვაპირებ.
– მერე, ბილეთი ნაყიდი გაქვთ?
– ჯერჯერობით არა.
– ყველა ბილეთი გაყიდულია, ამიტომ ფეხზე დგომა მოგიწევთ.
– რა სამწუხაროა, ბედი არ მწყალობს. ამ კაცის ლექციაზე მუდამ ფეხზე დგომა მიწევს, – ამოიოხრა მარკ ტვენმა.