24 დეკემბერი, 2021

ლიზა ბათიაშვილის საჩუქარი ქართველებს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ქართულ მსმენელს საჩუქარს უმზადებს:

“ბევრს და დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორ დავუბრუნდე სცენას საქართველოში, როდესაც ესეთი დიდი გამოწვევის წინ დგას ჩვენი ქვეყანა.

მე და ნიკას დიდი პროექტი გვქონდა დაგეგმილი წლის ბოლოს ჩვენ ერთობლივ “City Lights” პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად ძალიან მალე წარმოვადგენთ თბილისში.

ეხლა კი მე მინდა ჩემი პატარა საჩუქარი გავუკეთო ქართველ მსმენელს და 29 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა მივიღო. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ხელოვნება და განსაკუთრებით მუსიკა ჭრილობებს კურნავს. ის არის ყველა ერის, რელიგიის, თუ წარმოშობის ერთადერთი საერთო ენა და მისი წყალობით ადამიანებს ეძლევათ მეტი იმედი, განმუხტვა და სიყვარულის აღქმა. მუსიკა სახალხო პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ის ყოველთვის იქნება ყველაზე დახვეწილი იარაღი სიმშვიდის და ცივილიზაციისკენ. მე მინდა ამიტომ ყველა ქართველს მივუძღვნა ეს ჩვენი 2021 წლის ბოლო ბგერები.”