1 დეკემბერი, 2021

გელა ჩარკვიანის უკანასკნელი ინტერვიუ

მწერალი და მუსიკოსი გელა ჩარკვიანი ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპონდენტი იყო ჟურნალისტებისთვის.

“არტინფო” გთავაზობთ მისი უკანასკნელი ინტერვიუდან პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ამონარიდს:

„თუ სიყვარული არ იქნებოდა და იქნებოდა მხოლოდ სიძულვილი და გულგრილობა, მაშინ არავითარი აზრი ამ სამყაროს არ ექნებოდა. ყველაფერი კარგი, რაც მას აქვს, დაფუძნებულია სიყვარულზე.

მე ასევე ხშირად ვახსენებ თავისუფლებას – რასაკვირველია, თავისუფლება აუცილებელი პირობაა სიყვარულისა, საერთოდ, ბედნიერების.

ასე რომ, ვეტყოდი ყველას – გასაკუთრებულად სათუთად მოექცნენ სიყვარულს და რაც შეიძლება, დათრგუნონ სიძულვილი.”