9 დეკემბერი, 2021

გელა ჩარკვიანის არაჩვეულებრივი წერილი

გელა ჩარკვიანის დიდებული წერილიმწერალი და მუსიკოსი გელა ჩარკვიანი თავისი წერილებით ათასობით ადამიანს ცხოვრების მთავარ ფასეულობებზე შესანიშნავ მაგალითებს აძლევდა.

მისი ჩანაწერი საყვარელი ქალის – ნანას მიმართ, ამის ნათელი მაგალითია:

“არასოდეს გამოვხატავდი იმ სითბოს, მთელს სხეულში რომ დამივლიდა მისი სახელის ხსენებისას, ან მისი სახის გონებაში წარმოსახვისას სადმე, შორეული ქვეყნის სასტუმროს ნომერში.

ვიცი, ნანამ იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში, როცა არაერთმა სენმა შემოუტია და დაუხმარებლად მარტივი, ყოველდღიური ყოფითი ამოცანების გადაჭრასაც ძნელად ახერხებდა, ეჭვები გაუჩნდა. ერთხელ მწარედაც იხუმრა: მე რომ მოვკვდები, შენ ახალ ცოლს მოიყვანო.

ყოველღამე, როცა ჩემგან განსხვავებით, ნანას მშვიდად ეძინა, ჩემს თავს ფიცს აღვუთქვამდი, რომ ხვალ, ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული ლანჩის შემდეგ, რომლისთვისაც კერძს მე ვამზადებდი და სუფრასაც მე ვაწყობდი, დავსვამდი ნანას მის ძველებურ სავარძელში და იმ იდიოტური მამაკაცური შეცბუნების გარეშე, გულწრფელად აღვუწერდი ჩემს ჭეშმარიტ გრძნობას. ძველებურად მოვეფერებოდი და გავუფანტავდი ყველა ეჭვს. ეს „ხვალ“ არასდროს დადგა…“