19 დეკემბერი, 2021

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” გამარჯვებულია

უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” გამარჯვებული გახდა.

მან მონაწილეობა მიიღო ამერიკული შტატის კონექტიკუტის “ნიჭიერში”, პირველ ტურში ოქროს ღილაკი დაიმსახურა და პირდაპირ ფინალში გადავიდა.

ფინალში კი ალექსანდრემ პირველობა არავის დაუთმო და შოუს გამარჯვებულადაც დასახელდა.