2 ნოემბერი, 2021

ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საოცარი ამბავი

განუყრელი მეგობრების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე არაერთი საინტერესო ამბავია ცნობილი, თუმცა ისტორია, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ნამდვილად გამორჩეულია:

უქმეებზე ზვიად გამსახურდია აუცილებლად მიდიოდა მერაბ კოსტავასთან და ერთად მიემგზავრებოდნენ ქალაქგარეთ. მათ აუცილებლად უნდა ენახათ რომელიმე ტაძარი.

ზვიადი ტაძართან ახლოს მაცხოვრებელს პოულობდა და თავისი ფულით უხდიდა ხელფასს, რომ ყურადღება მიექცია ეკლესიისთვის – ვინმეს წარწერები არ გაეკეთებინა, ან ნაგავი არ დაეყარა, ან არ წაებილწა.

არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდი იყო, როცა ტაძრებში ღვთის მსახურება არ აღევლინებოდა.

შედიოდნენ დაკეტილ ტაძრებში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და მერაბის დეიდაშვილი ომარ ციკოლია და სამ ხმაში უფლის სადიდებელ საგალობლებს გალობდნენ.