28 ნოემბერი, 2021

ვერიკო ანჯაფარიძის საოცარი ისტორია გია დანელიასგან

რეჟისორი გია დანელია დეიდასთან – ვერიკო ანჯაფარიძესთან დაკავშირებით მისთვის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ისტორიას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა:

“დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ვერიკო ძალიან ხშირად ამბობდა:

“ღმერთო! როგორ მომბეზრდა სიცოცხლე! როგორ მომბეზრდა სიბერე! როდის წამყვანს ღმერთი? სიკვდილი დროული უნდა იყოს!”

საავადმყოფოში ვიწექი კუჭის წყლულის გართულებით, როდესაც ჩემმა მეუღლემ – გალიჩკამ ვერიკოს წერილი მომიტანა. ის რომელიც ასე სრულდებოდა: “ნეტავ იცოდე, გიიჩკა, როგორ მინდა სიცოცხლე!” ერთი საათის შემდეგ კი დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ ვერიკო გარდაიცვალა.

ვერიკო ანჯაფარიძე იმაზე დიდი პატივით დაკრძალეს, ვიდრე იტალიელებმა ანა მანიანი. მის სასახლე ხელით ატარეს თეატრიდან მთაწმინდის პანთეონამდე. ქუჩებში ათასობით ადამიანი იდგა და ყველა ტაშს უკრავდა. გზა სასაფლაომდე – 12 კილომეტრი – ყვავილებით იყო დაფარული. ყოველ 100-მეტრში ისმოდა ვერიკოს უმშვენიერესი ხმა – ის კითხულობდა მონოლოგებს, ლექსებს…

რეჟისორი რომ გავხდი, ვერიკოსთან აღარ ვრჩებოდი, სასტუმროში დავბინავდებოდი ხოლმე, მაგრამ აეროპორტიდან, პირველ რიგში, აუცილებლად ვერიკოსთან მივდიოდი.

როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად ჩამოვედი თბილისში, მექანიკურად ვთქვი: “ვერიკოსთან!” და მეგობრებმა მის სასაფლაოზე წამიყვანეს.”