19 ნოემბერი, 2021

უმარტივესი ჭეშმარიტება გურამ რჩეულიშვილისგან

26-წლიანი სიცოცხლის მიუხედავად, მწერლმა გურამ რჩეულიშვილმა ისეთი ძვირფასი და ღირებულიშემოქმედება დაგვიტოვა, რომელიც კიდევ დიხანს იქნება აქტუალური.

“არტინფო” გთავაზობთ მწერლის პატარა ჩანაწერს, რომელშიც უმარტივეს ჭეშმარიტებას ამოიკითხავთ:

„კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლო – ან რა არის მუდმივობა – სისულელე. ყველა ადამიანი მუდმივად ცხოვრობს: ყოველ შემთხვევაში, მისი მარადიულობა ის წლებია, რომელსაც გაატარებს ამ ქვეყანაზე.

კაცმა რომ თქვას, არცა კვდება კაცი, იბადება სხვა, რომელიც ოდნავ განსხვავდება გარდაცვლილისაგან“.