თინათინ მღვდლიაშვილის შესანიშნავი მიმართვა

თინათინ მღვდლიაშვილის შესანიშნავი მიმართვაპოეტი თინათინ მღვდლიაშვილი საქართველოსა და ქართველებს შესანიშნავ წერილს უძღვნის:

“საქართველოში ქართველები არა კვდებიან, იბადებიან ქართველები საქართველოში!

მხრებში გაიშალეთ, თავი მაღლა ასწიეთ, გამხნევდით და გაძლიერდით, ქართველებო!

უფლის წყალობა მამაცი მეომრების, რაინდების, მზეთუნახავი ქალიშვილების, კოსმიური სიმღერების, თავბრუდამხვევი ცეკვების, უძველესი ეკლესია-მონასტრების, ციხე-კოშკების, ანკარა წყაროების, მსოფლიოს პირველი ანბანის, ათასგვარი ვაზის, ხორბლის, სურნელოვანი თაფლის, სამკურნალო ბალახეულის, საუცხოო პოეზიის, ღვინის, ნოყიერი მიწის, ცადატყორცნილი მწვერვალების, ძაფის, მეტალურგიის, ოქროს მომპოვებლების, მინერალური წყლების, მრავალფეროვანი სამზარეულოს, სიბრძნის – ოქროს საწმისის, ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, წმინდანების, ,,ვეფხისტყაოსნის”, სახელოვანი მეფეებისა და დედოფლების, განსაცვიფრებელი ისტორიის, სახელგანთქმული მხედართმთავრების, ძველთუძველესი მწერლობის, საიდუმლო სულიერი მეცნიერების, მედიცინის და ზეციური დედოფლის, დედა ღვთისმშობლის მადლით ცხებულო, საოცარო, საფიცარო, სახიერო, ულამაზესო ქვეყანავ!….

უფალს ებარებოდე, დედამიწის ციცინათელავ! წმინდა გიორგის ებარებოდე, საქართველო!.. წმინდა ნინოს ოქროსფერ ნაწნავებს ებარებოდე! ანგელოზთა ცხრა დასს ებარებოდე!. ჩვენს ცრემლებს სამყაროს დედოფალი ითვლის! ჩვენი იარაღი – იესო ქრისტეა!… საქართველოს მტრების დამარცხებას და მათზე ჯავრის ამოყრას გისურვებთ, მგლებო!.

თქვენ გაგიმარჯოთ დავითიან-გორგასლიანნო, ნადიდგორალნო, ნაშამქორალნო, ქართველებო!… მშვიდობა თქვენდა!”