სასიამოვნო სიურპრიზი ტარიელ ხარხელაურს

პოეტ ტარიელ ხარხელაურს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს. შემოქმედი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოდან საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

თურქეთში ჩასულ ტარიელ ხარხელაურს კი ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადაეცა.