25 ნოემბერი, 2021

მოგისმენიათ გალაკტიონ ტაბიძის სიმღერა?

გალაკტიონ ტაბიძის გენიალური პოეზია ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის პოეზიის მეფის სიმღერის შესახებ.

მომღერალი დავით შუღლიაშვილი უნიკალურ ჩანაწერს პაპის – დავით შუღლიაშვილის არქივიდან გვიზიარებს. გალაკტიონ ტაბიძე თავის ლექსს “სახილ ტყის პირად” მღერის.