10 ნოემბერი, 2021

მარო მაყაშვილის უკანასკნელი ჩანაწერი

ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დღიური არაერთ მნიშვნელოვან მოგონებას ინახავს.

“არტინფო” გთავაზობთ მის უკანასკნელ ჩანაწერს:

“საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.”