26 ნოემბერი, 2021

მარიკა გიორგობიანი – გოგონა ფილმიდან ,,ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა”

რეჟისორ ალეკო ნინუას კომედიაში ,,ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა” მარიკა გიორგობიანი მთავარი გოგონას – ნუნუკას როლს ასრულებს. ფილმში მთავარი – ფირუზას როლი აქვს გეგა კობახიძესაც.

გეგა კობახიძესა და მარიკა გიორგობიანთან ერთად ფილმში მონაწილეობენ გივი ჩუგუაშვილი, ლეო ფილფანი, გივი სახიძე, ბესო ხიდაშელი…

1977 წელს გადაღებული ფილმი მაყურებელს დღესაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მასში ნათქვამი ფრაზები ათასობით ადამიანმა ზეპირად იცის: “ეეე, მაგ მურიანებს რა “აინა” გარეცხავს”, “ფირუზი, მოდი კაკაო დალიე”…

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნუნუკას როლის შემსრულებელი მარიკა გიორგობიანი რეჟისორ დიტო ცინცაძის მეუღლეა. ისინი ორ ვაჟთან ერთად ბერლინში ცხოვრობენ. სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობის მიუხედავად, მარიკა გიორგობიანის სავიზიტო ბარათი ქართველი მაყურებლისთვის პატარა, ცქრიალა გოგონა ნუნუკაა. ეს როლი მისთვის თილისმად იქცა – სადაც დაინახავდნენ, ყველგან მიაძახებდნენ ფილმის მთავარ ფრაზას – “ფირუზი, მოდი კაკაო დალიე.”