“ღამის სერენადები” დასკვნითი კონცერტით თბილისში დაიხურება

"ღამის სერენადები" დასკვნითი კონცერტით თბილისში დაიხურება21 ნოემბერს, ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, გაიმართება ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის  საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტები საბინე გროფმაიერი და სანდრო ნებიერიძე.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს. მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის 8/10. დასაწყისი: 20:00 საათი.

დასკვნით კონცერტს დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მუსიკის მოყვარულები.

ფესტივალი გაიხსნა ქალაქ ბათუმში. გახსნით კონცერტში მონაწილეობდნენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი), ნიკოლოზ რაჭველი (დირიჟორი, კომპოზიტორი), სოფო ხალვაში (მომღერალი).

სიმებიანი კვინტეტი

კ. ვარდელის სახ. სიმებიანი კვარტეტი – კონსტანტინე ეროიანი (I ვიოლინო), დავით აკოფიანი (II ვიოლინო), ეკატერინე გარდავაძე (ალტი), გიორგი ნადარეიშვილი (ვიოლონჩელო) და მიხეილ ქართველიშვილი (კონტრაბასი).

ფესტივალის ფარგლებში, მთელი თვის განმავლობაში ჩატარდა არაერთი მასტერკლასი სხვადასხვა მიმართულებით.

ფესტივალი დაიხურება თბილისში.
დასკვნითი კონცერტის პროგრამა:

ფესტივალის  საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია)

საბინე გროფმაიერი – კლარნეტი (გერმანია)

სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო (საქართველო)

სანდრო ნებიერიძე – ფანტაზია ზ. ფალიაშვილის ოპერების თემებზე

ვახტანგ მაჭავარიანი – მიძღვნა ლუდვიგ ვან ბ-ს სიმებიანი ორკესტრისთვის, ლიტავრებისა და ფორტეპიანოსთვის (ნაწარმოებში გამოყენებულია ბეთჰოვენის ცხრავე სიმფონიის თემები)

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – კონცერტი კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისთვის ლა მაჟორი, K.622

 

ფესტივალის დამაარსებელი: ლიანა ისაკაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე

ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი დირიჟორი: მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი

ორგანიზატორი კომპანია: “არტ ალიანსი”

 

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო, გერმანიის საელჩო.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი: კომპანია „არდი“

ფესტივალის პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი “ნიტა”, კომპანია “სარაჯიშვილი”, პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი”, “ჯორჯან უნიქ ვაინი” – ისტორიული ტრადიციული უნიკალური, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”, ნიშ პარფიუმერიის ბუტიკი “არომატეკა”.

პროექტის მედიამხარდამჭერები არიან:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს პირველი არხი; “რუსთავი 2”; საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, ”TV25”; „არტარეა“; მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, “ჯორჯიანპრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; ჟურნალი „ბათუმელები“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.

"ღამის სერენადები" დასკვნითი კონცერტით თბილისში დაიხურება