18 ოქტომბერი, 2021

რატი ამაღლობელის გზავნილი

პოეტების საკითხავი რატი ამაღლობელისგანპოეტი რატი ამაღლობელი თავის ერთგულ მკითხველს ახალ ლექსს სთავაზობს – “ყვავის სონეტი”:

“პირღია ყვანჩალა ფრთებს შლის და ასავსავებს,
დროდადრო გასჩხავის თავის წილ ქვეყანას –
ქალაქი დაემგვანა ერთ დიდ სასაფლაოს,
ბეტონის კორპუსები საფლავის ქვებს გვანან.
შეჩვეულ სახურავს თითქმის არ შორდება,
ასკეზისს შეუდგა ყვანჩალა – არ იწყენს,
დღის ბოლოს ბუნკერში საჭმლის საშოვნელად
ჩავა, ნაგვის ქექვას დაიწყებს.
ეგ შენი სიმღერა დასცხე კორპუს-კორპუს,
იმღერე ყვანჩალა, მე გისმენ, შენთან ვარ –
ნაღდი ხარ, ჯობიხარ ყველა ეპისკოპოსს,
ქალაქის ყველა მღვდელმთავარს.
იმღერე – „ცოცხლები ვინც დარჩით ალაგდით და
გადით ამ ქალაქიდან“.