10 ოქტომბერი, 2021

ლაშა ღლონტის საოცარი ჩანაწერი

მომღერალი ლაშა ღლონტი საოცარ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც ბათუმში, მშობლიურ ეზოში ჩასულმა, ტრაგედიის ადგილზე ნახა:

“ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
ამ ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვბერდები!!!
რა უნდა ქნას ნანგრევებში,
მოყოლილმა პაწიამ,
ზღაპარიც კი ბოლომდე,
ვერ მოუყვა ბაჭიამ,
ვერც დედიკომ უმღერა,
მას ძილის წინ ნანები,
მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა,
გაუგრძელა წამები,
ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
და ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვთეთრდები!!!”

10.10.21წ.