ქართველმა მომღერალმა კოტე ყიფიანმა მონსერატ კაბალიეს სახელობის რიგით მე-16 საერთაშორისო კონკურსზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
უნიჭიერესი მომღერალი და მუსიკალური გადაცემა “მელორამას” წამყვანი ფინალისტებს შორის მოხვდა და კონკურსის ლაურეატი და მესამე პრემიის მფლობელი გახდა.
