24 ოქტომბერი, 2021

იცით ვის მიუძღვნა “წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო” მურმან ლებანიძემ?

ყველასთვის კარგად ცნობილი ლექსი “წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო” პოეტმა მურმან ლებანიძემ ულამაზეს ონკოქირურგსა და მამოლოგს ციცო სანაძეს მიუძღვნა, რომელიც 93 წლის ასაკში რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა:

ციცო

“წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო –
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
მე იმ ასაკში არა ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე – ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!
ხოლო ციცუნია ტოლებში დაჰქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში –
ციცო ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო –
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!”