გოჩა ხარატიშვილის უდიდესი განსაცდელი

გოჩა ხარატიშვილის უდიდესი განსაცდელისაქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გოჩა ხარატიშვილი უდიდესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. გაუსაძლისმა პირობებმა, მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ მას ყველაზე მიუტევებელი ცოდვისკენ – თვითმკვლელობისკენ უბიძგა.

გოჩა ხარატიშვილი თავისი გასაჭირის შესახებ გვიამბობს და კეთილ ადამიანებს მიმართავს:

“სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი ჟურნალ-გაზეთებში “კომუნისტი”, “ლელო”, “სოფლის ცხოვრება”…

ბოლო დროს ამირჩიეს საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ, რადგან თავად ვიყავი ამ კავშირის შექმნის ინიციატორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაგრამ რად გინდა – ჩემი რამდენიმეწლიანი მცდელობა იმ მიზნით, რომ საცირკო ხელოვნება, როგორც სფერო, შეეყვანათ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, ამაო გამოდგა. პანდემიის გამო, ყველაფერი გაჩერდა და ცირკისთვის ვინღა მოიცლიდა.

ამჟამად გაუსაძლის პირობებში ვიმყოფები, ავად ვარ, გადაადგილება მიჭირს, სამწუხაროდ, ხშირად ერთი ლუკმაც მენატრება. ამ გაჭირვების ჟამს შეძლებისდაგვარად მეხმარებიან მთაწმინდისა და კოჯრის გამგეობები. დაუნახავი არ ვარ და მინდა აღვნიშნო, ისინი რომ არ იყვნენ, რა ხანია, შიმშილით გამძვრებოდა სული!

ვცხოვრობ 4 კვადრატული მეტრის ფართში, უმძიმეს პირობებში, სადაც არ არის სველი წერტილები წყალი, შხაპი და არც ტუალეტი!

ვარ სოციალურად დაუცველი და მხოლოდ 60 ლარის იმედად ვიმყოფები ეს მარტოხელა ავადმყოფი, გაუბედურებული ადამიანი.

უკვე დეპრესიაში ჩავვარდი ამ უმძიმესი ყოფისგან და ორჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა, ნათურის პატრონაში ხელის შეყოფით, მაგრამ ორჯერვე სინათლე ჩაქრა მოულოდნელად. ვერ ამიხსნია, როგორ გადავრჩი, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს თავის მოკვლა ვამჯობინე. მესამედ, ალბათ, აღარ მაპატიებს უფალი.

მინდა ვთხოვო ბიზნესმენებს, ქველმოქმედებს: დამეხმარეთ როგორც შეძლებთ – საკვებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით… არაფერი გამაჩნია!”

გოჩა ხარატიშვილს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირად ტელეფონზე: 577 62 06 73

ან, ესტუმროთ მისამართზე: დაბა კოჯორი, იუნკერთა ქუჩა N-38, ბენეფიციართა სახლის პირველი სართული.

ასევე, შეგიძლიათ, ჩაურიცხოთ მცირედი თანხა შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: GE94BG0000000388845346
თიბისი ბანკი: GE42TB7782645064300021
ლიბერთი ბანკი: GE68LB0211152880675000
მიმღები: გოჩა ხარატიშვილი