გიორგი გიგაშვილისა და სანდრო ნებიერიძის ტრიუმფი

გიორგი გიგაშვილისა და სანდრო ნებიერიძის ტრიუმფიუნიჭიერესმა ქართველმა პიანისტებმა გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ გერმანიაში ნამდვილი ფურორი მოახდინეს.

ფესტივალზე “კისინგერის საფორტეპიანო ოლიმპი” გიორგი გიგაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და მაყურებლის პრიზიც დაიმსახურა, მეორე ადგილზე კი სანდრო ნებიერიძე გავიდა.

მესამე საპრიზო ადგილი კონკურსზე გუსტავ პიეკუტს მიენიჭა.