გენიალური განმარტება გია ნიკოლაძისგან

გენიალური განმარტება გია ნიკოლაძისგანმომღერალი და პოეტი გია ნიკოლაძე რომ ნიჭიერია, ამაზე უმრავლესობა თანხმდება. მისი სიმღერები თუ ლექსები ნამდვილად ღრმა შინაარსისაა. ამის დასტურია მისი კიდევ ერთი ლექსი, რომელსაც “არტინფო” გიზიარებთ:

“ღვინო პლანეტის სისხლია
პური კი მისი ხორცია
იესო ქრისტეს ამ სიტყვით
ქალღმერთი დაულოცია
ვინც ქრისტეს სიტყვას ადიდებს,
ის მართლმადიდებელია
რადგან იესოს სიტყვები
მხოლოდ სიმართლის მთქმელია
და ვინც ქრისტეს ჯვარს ადიდებს
ის ჯვართმადიდებელია
რადგან ზოსიმეს ქართული
სიმართლის ამომხსნელია
ამიტომ ჯვართმადიდებლებს
ნუ არქმევთ მართლმადიდებლებს
მათ ჯვაროსნების დროშა აქვთ
ტამპლიერების მიმდევრებს
ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ
და არა ტამპლიერები
ეს ჩვენ ვართ ქრისტეს სიტყვების
ქართულად ამომხსნელები
ვინც ქრისტეს მართალს ადიდებს
ქვიათ მართლ მადიდებლები
ხოლო ვინც მის ჯვარს ადიდებს
ქვიათ ჯვართმადიდებლები
დაიმახსოვრე ქართველო
ეს დროშა დროებითია
მათ ქრისტეს სიტყვა დამალეს
ცხადია განა მითია
პაპმა სულ ყველა დახოცა
ვინც ქრისტეს სიტყვა დამალა
თურმე დიდ ცეცხლში იწვოდა
ტამპლიერების ამალა
ეს დროშა მათი დროშაა
სიტყვის ამოხსნის ჯერია
ვინც ქრისტეს სიტყვებს ამოხსნის
ის ბოლო ტამპლიერია
სანამ ჯვრის ძალას ვადიდებთ
ჯვარმცმელის ნებას ვასრულებთ
ქრისტეს ყოველ წელს გარდმოვხსნით
და ისევ ჯვარზე ვაბრუნებთ
სიტყვის ძალაა მთავარი
ის ქართულ სიტყვა “ხსნაშია”
აქ ამო-ხსნაა მთავარი
გარდმო-ხსნა რა შუაშია
დაიმახსოვრე ქართველო
მას მხოლოდ მაშინ გარდმოვხსნით
თუ ჯვრიდან მო-ხსნის მაგივრად
იესოს სიტყვებს ამო-ვხსნით
სხვაგვარად როგორ აგიხსნა
შენ ჩემო ბედნიერება
გამოვიყენე მემგონი
სულ ყველა მეცნიერება
ვიცი რომ ჯვარით მოგვნათლეს
და უარყოფა ძნელია
მაგრამ ხომ იცი სიახლე
დავიწყებული ძველია
ადრე ედემი რომ იყო
სწორედ იმ ძველში ვბრუნდებით
იქ ჯვარზე არვის აკრავდენ
რომ მივალთ ხომ დავრწმუნდებით
ჯვარი ედემში არ ქონდათ
დაფიქრდი რა ადვილია
ჯვარიც ტანჯვაც და წამებაც
ჯვარმცმელის მოგონილია
საიდან გაჩნდა ჯვარმცმელი
ალბათ ეშმაკის შვილია
ის კი ზე ციდან დაეშვა
რადგან ფრთამოტეხილია
ჩვენ კი სულ ველით ცის მამას
არსობის პური რომ ვთხოვოთ
სულ ელი ერთი სიტყვაა
მოდი ჯერ დედა ვიპოვოთ
რომ აღარ ვიყოთ სულ-ელი
რომ მივხვდეთ რაზე დავდივართ
იმ არსობის პურს ვინ გვაძლევს
და ვის წიაღში ჩავდივართ
ჯვარი კარგია როდესაც
ქალვაჟის შეჯვარებაა
მაგრამ თუ ჯვარი გაწამებს
ჯვარმცმელის გახარებაა
ხოდა დაფიქრდი ვინ გვმოძღვრავს
თავის ცათა შინ მამებით
იწამეთ არ ირწმუნოთო
ამაღლდებითო წამებით
ან რწმენა რაში ჭირდება
რასაც ხედავ და ეხები
რწმენა ჭირდება უხილავს
რადგან რომ არ ჩანს ვერ ხვდები
დედა ხილული ღმერთია
ის ყველას დედამიწაა
მამებით სხვადასხვანი ვართ
და რომ ვერ ვხედავთ ის ცაა
როგორც შემეძლო ავხსენი
ეხლა კი შენი ჯერია
თქვი როგორ ფიქრობ ეს ლექსი
ჯვრის ძალამ დამაწერია?
შენ გაამართლე ჯვრის ძალა
თორემ ხომ ხედავ ვერ ვხვდები
და მერე ისიც მითხარი
შენ რომელ ძალას ეხები?”