9 ოქტომბერი, 2021

გალაკტიონ ტაბიძე: “ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი”

გალაკტიონ ტაბიძემ 9 ოქტომბერს ლექსი მიუძღვნა, თუმცა მის დღიურებსა თუ ჩანაწერებში ამ კონკრეტული თარიღის შესახებ არაფერი წერია:

“ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
მაგრამ თვალმა დათვალა
მზე ბევრი და ცხრათვალა.
ო, მზით გადანაცარო,
ცხრა მუხა და ცხრა წყარო.
რუსთაველი – ხანია,
ისიც ცხრა ანბანია.
ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.”