3 ოქტომბერი, 2021

ძალიან ლამაზად აჟღერებული ალექსანდრე ბასილაიას ჰიტი

კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მისმა მეგობარმა, მაესტრო გელა ფარჩუკიძემ სიმღერა “არგოს” განსაკუთრებული შესრულება მიუძღვნა:

“დღევანდელ დღეს ქართული მუსიკის მშვენებამ და დიდმა მაესტრომ, ყველაზე მეტი ჰიტის ავტორმა, უსაყვარლესმა ადამიანმა და ღირსებით სავსე ქართველმა – ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიამ სამყარო გამოიცვალა და უფალთან გადავიდა…

ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად… და რომლის მუსიკა დღესაც ისევე ცოცხლობს, როგორც მის სიცოცხლეში… და ასე იქნება მრავალი ათწლეული…

ენატრები, პაპიკ, ოჯახს… ქალაქს… ქვეყანას… .და მეც… ძალიან….

დღეს იმ ბავშვების შესრულებით გიმღერებ შენს უკვდავ ჰიტს, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია… მაპატიე, რომ შენს სიცოცხლეში ვერ შევძელი ამ კაპელის გაკეთება…

დაგვლოცე, პაპიკ… ამ ვიდეოში შენს საფიცარ შვილიშვილს (რომელსაც შვილივით ზრდიდი) ანდრიას ვეფერები შენს მაგივრად… შენი მუსიკით დალოცე…

გზა დაგვილოცე, პაპიკ.”