6 სექტემბერი, 2021

უსაყვარლესი ნიკო გომელაური

მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური ათასობით გულშემატკივრის ყურადღებითა და სიყვარულით სიცოცხლეშივე იყო განებივრებული. პოპულარობაზე ის ყოველთვის გულწრფელად საუბრობდა:

“არასოდეს მიოცნებია “ოსკარის” მიღებაზე, რადგან ვიცი, რომ ეს ბედნიერება არ მელის.

ვოცნებობ იმაზე, რომ არსებობდეს იმქვეყნიური ცხოვრება, სადაც ადრე თუ გვიან უამრავ საყვარელ ადამიანს შევხვდები და მივესიყვარულები… ასეთ რამეზე ღირს ოცნება. სხვა ყველაფერი მიწიერ დონემდე დადის.
პოპულარობა და სახელი არასოდეს მაწუხებდა, ამას გულწრფელად გეუბნებით და როცა კომპლიმენტებს ვისმენ უცხო ხალხისგან, მიკვირს კიდეც საიდან მცნობენ.

სურვილები? – სიყვარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა. ნუ ვიგონებთ იმაზე მეტ პრობლემას, ვიდრე არსებობს. ძალიან ადვილია გიყვარდეს ადამიანი, მოწინააღმდეგეც კი. მითუმეტეს, რომ ყოველთვის ღმერთს ვახსენებთ, მაშინ მოყვასის სიყვარულზეც უნდა დავფიქრდეთ და ზოგჯერ მეორე ლოყის მიშვერაზეც…”