18 სექტემბერი, 2021

თათია კობალაძის უდიდესი წარმატება

მომღერალმა თათია კობალაძემ თავის მუსიკალურ კარიერაში კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას მიაღწია.

მან მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის “ახალ ხმაში”, სადაც “სულიკო” და “ჰალელუია” ორიგინალურად შეასრულა, 4 მწვრთნელიდან 3 შემოაბრუნა და რჩეულ კონკურსანტთა შორის კუთვნილი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.